• თბილისი
  • 27°C
  • 31 მაისი, 2020
article

სტიქია ხარაგაულში - მდინარე ძირულას ადიდების შედეგად დაზიანდა ხიდები, დაიტბორა მიწის ნაკვეთები და მძიმე ტექნიკა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდინარე "ძირულას" ადიდების მომენტში, მდინარესთან ჩინური კომპანიის ტრაქტორი მუშაობდა.

ტრაქტორის მძღოლი ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გადმოიყვანეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ კომპანია "ჰუნანის" გზებისა და ხიდების კომპანიის კოორდინატორმა გოჩა კოპაძემ ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, წყალდიდობის გამო მხოლოდ ერთი ადგილობრივი მოსახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი დაიტბორა.

დაგუბებული მდინარის გახსნა თავად ჩინურმა კომპანიამ უზრუნველყო. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.


თეგები :