• თბილისი
  • 27°C
  • 31 მაისი, 2020
article

ფოთის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ფოთის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დღეს, საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც 25 წევრიდან 22 ესწრებოდა, 19 ხმით თავმჯდომარედ  უმრავლესობის მიერ წარდგენილი,  "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელი ბექა ვაჭარაძე იქნა არჩეული.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ, რადგანაც, მისი განცხადებით, მიმდინარე არჩევნები სრულ ფარსს წარმოადგენს.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური გასული წლის შემოდგომიდან გახდა. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, რომელიც ასევე იყო  "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თანამდებობიდან გადაყენებული იქნა მის მიმართ საგამოძიებო ორგანოების მიერ წარდგენილი ბრალის გამო, რომლითაც კორუფციულ გარიგებებში იქნა დადანაშაულებული.

ირაკლი კაკულიას მიმართ სასამართლო გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.


თეგები :