• თბილისი
  • 13°C
  • 04 აპრილი, 2020
article

თელავში, სოფელ ფშაველის ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა

თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფშაველის ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია დაახლოებით 1 ჰექტრამდე მიწა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში 20-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ბალახს გაუჩნდა, შემდეგ კი ხეებს მოედო. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე რჩებიან მეხანძრეები, რათა ცეცხლის ბოლომდე ლიკვიდირება მოხერხდეს.


თეგები :

ხანძარი