• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

ოპოზიციური ფრაქციები,რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, საპარლამენტო ბოიკოტს გააგრძელებენ

ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, საპარლამენტო ბოიკოტს გააგრძელებენ, - აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დღეს მიიღეს.

ოპოზიციური პარტიებმა ერთიანი განცხადება მიიღეს, სადაც ნათქვამია, რომ მათი ამოცანაა, რომ ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში განხორციელდეს. ოპოზიციის განმარტებით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს მოლაპარაკებათა შუამავლებმა, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმა და ასევე საქართველოს სხვა მეგობრებმა.

„პოლიტპატიმრების არგამოშვების შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერშეცვლაზე სრული პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება. პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს, ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების მთლიანად ჩაშლას. ამ პირობებში ის ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, გააგრძელებენ საპარლამენტო ბოიკოტს.

ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში დაზიანდება საქართველო. იმ დროს როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრებისგან ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიღება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი. ამ პირობის დარღვევა მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარცხისგან ვერ იხსნის.

ჩვენი ამოცანაა, რომ ეს შეთანხმება შედგეს. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს, რათა საქართველო დემოკრატიული განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს და ხელისუფლება არჩევნების გზით მეორედ შეცვალოს , - ნათქვამია ოპოზიციის ერთიან განცხადებაში.


თეგები :