• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

ხაშური-სურამის ეპარქიის მღვდელს, რომელსაც ცოლი და 9 შვილი ჰყავს, არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ხაშური-სურამის ეპარქიის ერთ-ერთ მღვდელმსახურს ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, მრავალწლიანი მსახურების შემდეგ მღვდელმა ტაძარი იძულებით დატოვა, მიზეზი კი გოგონასთან ურთიერთობაა, რის შემდეგაც ის დაორსულდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა 15 წლისაა.

როგორც ირკვევა, ორსული ქალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ფსიქიკური პრობლემები აქვს.

სასულიერო პირი ამ დროისთვის მიმალულია. ის საცხოვრებელ სახლში თვეზე მეტია არ მისულა. მღვდელს არ უნახავს მეუღლე და ცხრა შვილი. როგორც ამბობენ, სასულიერო პირმა საქართველო, სავარაუდოდ, უკვე დატოვა.

 

 


თეგები :