• თბილისი
  • 8°C
  • 11 დეკემბერი, 2019
article

კიმ კარდაშიანი დონალდ ტრამპს ისევ შეხვდა

BBC-ის ინფორმაციით, თეთრ სახლში ამერიკელ მოდელს, კიმ კარდაშიანს უმასპინძლეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სწორედ კიმთან ერთად წარადგინა დაგეგმილი რეფორმები სისხლის სამართლის სფეროში.

თეთრ სახლში შეკრებილებს კიმმა სიტყვით მიმართა. მან ტრამპს დაგეგმილი რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადა. კარდაშიანი ქვეყნის 45-ე პრეზიდენტს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე ელაპარაკა და ციხის რეფორმის შესახებ ხედვები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელების ვარსკვლავს კიმ კარდაშიანს ადვოკატობა სურს. მისი თქმით, ახალ პროფესიას ის სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში ეუფლება.

კიმ კარდაშიანის დამსახურებით, 2019 წლის იანვარში ტენესის შტატის გუბერნატორმა ბილ ჰესლემმა სინტოია ბრაუნი შეიწყალა, რომელსაც პროსტიტუციისა და ასევე კლიენტის მკვლელობისა და გაძარცვისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მანამდე გასულ წელს დონალდ ტრამპმა კიმ კარდაშიანის თხოვნით სამუდამო პატიმრობამისჯილი ქალი შეიწყალა.


თეგები :