• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

ტრამპი: ბრაზილიას აქვს შანსი, ნატო-ს წევრი გახდეს, თუ ამის სურვილი ექნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ში ბრაზილიის გაწევრიანებას არ გამორიცხავს. მან ამის შესახებ ბრაზილიელ კოლეგასთან ჟაირ ბოლსონარუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, ამ ეტაპზე  აშშ-სა და ბრაზილიის ურთიერთობა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზად არის ეს ქვეყანა თავის უმსხვილეს პარტნიორად აღიაროს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნატო-ს წევრები არ არიან. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ბრაზილიას აქვს შანსი ალიანსის წევრი გახდეს, თუ ამის სურვილი ექნება.

ამერიკის ლიდერმა დაადასტურა, რომ გაზრდის ბრაზილიის მოკავშირის სტატუსს და შესაძლოა, ნატო-ს წევრ ქვეყნებს შესთავაზოს მიიღონ ის თავიანთ რიგებში. „ვაპირებ ბრაზილიას მივცე ძირითადი მოკავშირის სტატუსი ნატო-ს საზღვრებს გარეთ, ან შესაძლოა, როგორც ნატო-ს წევრს“, - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.


თეგები :

×