• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

CNN: როგორ იცვლება დიზაინერთა მოლაპარაკებები ქალის თეთრეულის გარშემო

ტანზე მორგებული ბიუსტჰალტერი, აბრეშუმის საცურაო კოსტუმი და გამხდარი Victoria’s Secret-ის მოდელები, ათეულობით წლის განმავლობაში ქმნიდნენ ტენდენციას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სექსუალური ქალი. თუმცა, ქალის თეთრეულთა ბრენდები, დღევანდელობაში უკვე ითვალისწინებენ იმ უკმაყოფილო მომხმარებელთა პრეტენზიებს, რომლებსაც სურთ უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი თავი ამ კამპანიაში.

დაწყებული კრემისფერი ტონალობის ფართო არჩევანიდან, დასრულებული ამ მრავალფეროვნების აღნიშვნით კამპანიებსა და  runway-ზე, ახალი ტენდენცია ხაზს უსვამს, რომ ინსტიმური სამოსის ეტიკეტი ბიუსტჰალტერზე ბევრად მეტია. ისინი ქალის თეთრეულთან ერთად, ინკლუზიურობას წარადგენენ ბაზარზე.

Zion Market-ის კვლევის თანახმად, 2017 წლისთვის ქალის თეთრეულთა ბრენდების საერთო ბიუჯეტი 38 ბილიონი დოლარია, რაც სავარაუდოდ 2024 წლისთვის 59 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება საერთაშორისო ბაზარზე. 

Retail technology firm-ის მიერ გამოქვეყნებულმა გაყიდვების მაჩვენებელმა ბრენდები მიიყვანა დასკვნამდე, რომ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება დიდი ზომის ბიუსტჰალტერები და სპორტული ლიფები. შეიძლება Victoria’ s secret  ჯერჯერობით იკავებს წამყვან ადგილს  ქალის თეთრეულის ბაზარზე 24%იანი მაჩვენებლით ამერიკაში, მაგრამ ბოლო ხანებში, ბრენდმა გაასაჯაროვა გადაწყვეტილება 50-ზე მეტი მაღაზიის დახურვის შესახებ ზაფხულის სეზონის დასრულებასთან ერთად. გადაწყვეტილება დახურვის შესახებ გამოიწვია ბრენდულმა კონკურენციამ, რომელშიც მომხმარებელს ფართო არჩევანის საშუალება და სხეულის ნებისმიერ ფორმაზე მორგებული პროდუქციის შეძენა შეუძლია.

ახალმა სტარტაპმა, როგორიცაა ამერიკული ThirdLove , ბაზარზე დიდი ნაპრალი შეავსო იმ ქალბატონების დახმარებით, რომელთაც უჭირთ საკუთარი ზომის ბიუსტჰალტერების შეძენა. როდესაც კომპანიის დამფუძნებელმა 2011 წელს ბრენდი დაარსა, მისი მთავარი მიზანი მარტივი იყო - დახმარებოდა ქალბატონებს თეთრეულის არჩევაში, რომელიც მათ ერგებათ.

დღეს, Forbes-ის კვლევის მიხედვით, ThirdLove ონლაინ ბრენდების წამყვან სიაშია და 78 სხვადასხვა ზომის თეთრეულს სთავაზობს მომხმარებელს. კომპანიის ბიუჯეტი კი 750 მილიონი დოლარია.


თეგები :

×