• თბილისი
  • 14°C
  • 23 აპრილი, 2019
article

ილონ მასკის თქმით, მარსზე საცხოვრებლად გადასვლა შეიძლება $100 ათასზე ნაკლები დაგიჯდეთ

ილონ მასკის ინფორმაციით, მარსზე საცხოვრებლად გადასვლა ერთ დღეს 500 ათას დოლარზე ნაკლები ეღირება. ის ვარაუდობს, რომ პლანეტაზე წასვლის მსურველს, შესაძლოა, $100 ათასიც ეყოს, - ამის შესახებ SpaceX-ის ავტორმა ტვიტერზე დაწერა. 

„საბოლოო ფასი დამოკიდებულია მოგზაურების მოცულობაზე, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღესაც მარსზე საცხოვრებლად გასვლა $500 ათასზე ნაკლები ეღირება, შესაძლოა ეს რიცხვი $100 ათასსაც კი ჩამოცდეს. ეს იმდენად ცოტა იქნება, რომ ადამიანები, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობენ, სურვილის შემთხვევაში დედამიწაზე სახლის გაყიდვას და ამ ფულით მარსზე წასვლას შეძლებენ“, - აღნიშნა მასკმა. 

მასკი აგრეთვე დასძენს, რომ მარსიდან უკან დასაბრუნებელი ბილეთი უფასო იქნება.


თეგები :

×