• თბილისი
  • 12°C
  • 19 მარტი, 2019
article

„თურქეთმა არ უნდა გამოსცადოს ტრამპის მოთმინება“

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თურქეთი გააფრთხილა, არ გამოსცადონ ტრამპის მოთმინება და თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი გაათავისუფლონ.

„პასტორი ენდრიუ ბრანსონი უდანაშაულო ადამიანია, რომელიც თურქეთშია დაკავებული. პრეზიდენტი და მე არ გავჩერდებით, ვიდრე მას არ გაათავისუფლებენ და ის თავის ოჯახს, მეგობრებსა და ეკლესიას არ დაუბრუნდება აშშ-ში“- წერს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

მაიკ პენსმა ასევე მოუწოდა თურქეთს, პრეზიდენტ ტრამპის მოთმინება არ გამოსცადონ.

„თურქეთმა არ უნდა გამოსცადოს პრეზიდენტ ტრამპის მოთმინება, რომელიც ამერიკაში იმ ამერიკელების დაბრუნებას აპირებს, ვინც არასამართლიანად არის დაკავებული საზღვარგარეთ“, - აღნიშნა მან.



თეგები :

მაიკ პენსი
×