• თბილისი
  • 7°C
  • 24 მარტი, 2019
article

ესპანეთის სანაპიროსთან მაშველებმა 500-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

ესპანეთის სანაპიროსთან მაშველებმა 500-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს.

ქვეყნის სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში აღმოჩენილი იყო 12 ნავი, რომლითაც რამდენიმე ასეული მიგრანტი მაროკოდან ესპანეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

ისინი ანდალუსიის რეგიონის პორტებში გადაიყვანეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურები გიბრალტარის სრუტესა და ალ-ბორანის ზღვაში მუდმივ პატრულირებას ახორციელებენ.


თეგები :

×