• თბილისი
  • 12°C
  • 19 მარტი, 2019
article

საბერძნეთში კვლავ ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში კვლავ ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან. სტიქია კუნძულ ევბეას დაატყდა თავს.

კუნძულის რამდენიმე დასახლებაში მცხოვრები 500-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ათენთან ახლოს მდებარე კუნძულზე მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რეგიონში 250 მეხანძრე და 62 ერთეული სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.
ევბეაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. წელს, მასშტაბურ ტყის ხანძრებს საბერძნეთის ცენტრალურ რეგიონებში უკვე 94 ადამიანი ემსხვერპლა.


თეგები :

×