• თბილისი
  • 9°C
  • 22 ნოემბერი, 2018
article

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში მივიდნენ, სადაც მათი პირისპირ შეხვედრა დაიწყო. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ „დადგა დრო, ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრონ“.

თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მსოფლიო ჩემპიონატის კარგად ჩატარება მიულოცა.

„მინდა მოგილოცოთ მსოფლიო ჩემპიონატის კარგად ჩატარება. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი საკითხი უნდა განვიხილოთ. ჩვენს ქვეყნებს დიდი შესაძლებლობები აქვთ ურთიერთობები დაალაგონ. როგორც ვამბობდი, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება კარგი რამეა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ლიდერების სურათების გადაღების შემდეგ მოლაპარაკებები დაიწყება, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდება.