• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

გადარჩენილი ტაილანდელი ბავშვების პირველი ვიდეოკადრები გავრცელდა

ტაილანდის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ მედიასაშუალებებს ტაილანდელი ბავშვების პირველი კადრები გადასცა, რომელიც კლინიკაშია გადაღებული. 

მანამდე გადარჩენილი არასრულწლოვნების ფოტოების გავრცელება იკრძალებოდა, თუმცა საზოგადოებისგან დიდი მოთხოვნის გამო, საავადმყოფოს თანამშრომლებს მოუწიათ გაევრცელებინათ კადრები, რომელზეც ჩანს, რომ ბავშვები თავს კარგად გრძნობენ. 

შეგახსენებთ, გუშინ, 10 ივლისს, გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამჟამად ყველა დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბავშვები საავადმყოფოში, სავარაუდოდ, ერთ კვირას გაატარებენ.



თეგები :