• თბილისი
  • 29°C
  • 03 აგვისტო, 2020
article

43 მილიონ 453 ათასი ლარი კომპანიას, რომლის მფლობელიც სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისების ბრალდებით იყო დაკავებული - კალაძის ორი ახალი ტენდერი

თბილისის მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასა და ხიდის მშენებლობას იწყებს, რაც ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტს 43,453,000 ლარი დაუჯდება. 

კერძოდ: თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას შეეხებოდა, უკვე გამოვლენილია გამარჯვებული. ეს არის კომპანია ენსისი.

წინადადების მიღება 14 მაისს დასრულდა. ენსისის გარდა ამ ტენდერში მონაწილეობა არც ერთ სხვა კომპანიას არ მიუღია.

  • წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 8,484,000 ლარი დაგვიჯდება. დაფინანსების წყარო 2020-21 წლის თბილისის ბიუჯეტია. ამჟამად, ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, კომპანია ენსისი კიდევ ერთ მსხვილ ტენდერში გამოცხადდა გამარჯვებულად. 

ეს არის უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდური გადასასვლელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც 34,969,000 დაგვიჯდება. 

კომპანია ენსისი ამ ტენდერშიც ერთადერთი მონაწილე იყო.

დაფინანსების წყარო 2020-2022 წლების თბილისის ბიუჯეტი. სამუშაოების დასრულები ვადა 3 წელი.

  • წინადადებების მიღება 27 აპრილს დასრულდა. ამ შემთხვევაშიც ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

საინტერესო დეტალი: კომპანია ენსისის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი გიორგი ქელბაქიანია, აღმასრულებელი დირექტორი კი, მაია ჯიმშელეიშვილი.

აღსანიშნავია რომ გიორგი ქელბაქიანი 2012 წლის ნოემბერში სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისების ბრალდებით იყო დაკავებული.

მაშინ, ქელბაქიანს სასამართლომ გირაო შეუფარდა. თუმცა, მან ამ წლების განმავლობაში მოახერხა ქართული ოცნების ლიდერებთან, მათ შორის თბილისის მერთან დაახლოვება და მსხვილი ტენდერების “წამოღებაც”.

მაგალითად: კომპანია ენსისის, ჯამში უკვე 65 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.


თეგები :

ტენდერი