• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში თავისი ვერტმფრენის დასაფრენი მოედნისთვის კლდე მოჭრა

ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში კლდე მოჭრა. კურორტის მთაზე ივანიშვილის ვერტმფრენისთვის დასაფრენი მოედანი შენდება.

„კურიერმა“ გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ ივანიშვილის მინი აეროდრომი უკვე ექსპლუატაციაშია და ოლიგარქის ვერტმფრენიც დგას. დაცვის თანამშრომელი არ უარყოფს, რომ კლდე მოიჭრა და იქ ბიძინა ივანიშვილის აეროდრომი მოეწყო. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალ აეროდრომამდე გზა გაჰყავთ. აეროდრომი კი ნამდვილად ბიძინა ივანიშვილისთვის მოეწყო.

ამ დრომდე დახურულია აბასთუმანში ტუბერკულოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი. სწორედ ამ შენობის ახლოს მოიჭრა კლდე. ძველის ნაცვლად, ახლა ამ ადგილზე ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო შენდება. ახალი ცენტრი კი ქალაქგარეთ ააშენეს, თუმცა ის ჯერ არ გახსნილა. დირექტორი კი ამბობს, რომ ტუბერკულიოზით დაავადებულთა სამკურნალოდ აბასთუმნის ჰაერის მნიშვნელობა მხოლოდ მითია.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა თითქმის ნახევარი აბასთუმანი იყიდა. 


თეგები :