• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

როგორ შევარჩიოთ სამსუნგის ბრენდის სმარტფონი 2019 წელს?

სმარტფონები ელექტრობაზრის მომხმარებლებისთვის ყველაზე მოხმარებად პროდუქტად რჩება.ყოველწლიურად ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოდიან და მრავალფეროვანი ფუნქციებით დატვირთულ,განახლებულ და მოდერნიზებულ მოწყობილობებს გვთავაზობენ.

 

პირად ინბოქსში არაერთი წერილი შემოდის იმის თაობაზე, სამსუნგის რომელ სმარტფონს ვურჩევდიმომხმარებლებს. ამიტომაც დღეს შემოგთავაზებთ სტატიას, სადაც გაეცნობით, როგორ ავარჩიოთ სამსუნგისსმარტფონი და რას მივაქციოთ ყურადღება;

 

მაშ ასე დავიწყოთ:

 

სმარტფონის შეძენისას უდიდესი ყურადღება გარანტიას ემყარება. თავიდანვე უნდა გაითვალისწინოთ ის, თუდაზიანების შემთხვევაში რომელ სერვისცენტრში მოგემსახურებიან, იქნება თუ არა ტექნიკოსი პროფესიონალიან/და სერტიფიცირებული. თუ სმარტფონის ყიდვამდე ამ საკითხზე არ იფიქრე, შეიძლება მომავალში უხერხულსიტუაციაში ჩაიგდო თავი. ბრენდის მწარმოებლები აღნიშნულ თემას სხვადასხვა მეთოდით აგვარებენ;კომპანია სამსუნგი საქართველოში ჰოლოგრამას იყენებს იმისთვის, რომ განასხვავოს ოფიციალურისმარტფონი არაოფიციალურისგან. ჰოლგორამიანი სმარტფონის შეძენისას სამსუნგის 1-წლიან გარანტიასმიიღებ და საჭიროების შემთხვევაში ავტორიზებულ სერვისცენტრში მოგემსახურება კვალიფიციური კადრი დადაზიანებულ ნაწილებს გარანტირებულად ახალი და ორიგინალი ნაწილით შეგიცვლიან. ამ ყველაფრისგარანტიას კი სხვა, არაავტორიზებულ სერვისცენტრში ვერ მიიღებ.

 

 

ასევე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონებიადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის და სრულად თავსებადია არსებულ მობილური ოპერატორებისქსელებთან. სმარტფონში არსებული პროგრამები და აპლიკაციები მორგებულია საქართველოს ბაზრისთვისდა სმარტფონის კომპლექტაციაში გხვდება ჩვენი რეგიონის მიხედვით დამზადებული აქსესუარები (მაგ.:დამტენი)

 

ასევე, თუ შენს სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამა ნამდვილად აქვს, შენ ავტომატურად ერთვები „Trade-In“აქციაში. რას ნიშნავს ეს? სამსუნგი ქართველ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაცვალოს თავისი ძველისმარტფონი ახალ Galaxy S10|S10+-ზე. ასევე, სამსუნგი სთავაზობს განსაკუთრებულ აქციებსა და ფასდაკლებებსთავის მომხმარებლებს; მაგალითად, ამ მომენტისთვის ყველა ოფიციალური პარტნიორის ქსელში ყვითელიGalaxy S10e-ს შეიძენთ სპეციალური ფასდაკლებით განსაკუთრებულ ფასად.

 

დამატებით, Galaxy S10-ის შეძენისას, ასევე, ვრცელდება ეკრანის დაზღვევის 1-წლიანი გარანტია. აღნიშნულისმარტფონების დაზიანებულ ეკრანს კი ოფიციალური სამსუნგი საჩუქრად გამოგიცვლით.

 

პირადად ჩემი გამოცდილებიდან გირჩევთ, რომ თავდაცვის მიზნით სამსუნგის სმარტფონები მხოლოდოფიციალური ჰოლოგრამით შეიძინოთ. ასევე, დავსძენ იმასაც, რომ მე პირადად 6 წელია, სამსუნგისმომხმარებელი ვარ და სმარტფონებს მხოლოდ კომპანიის პარტნიორ მაღაზიებში ვყიდულობ, რის გამოცარაერთი უსიამოვნო ფაქტი ავირიდე თავიდან.


თეგები :