• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

სვანეთისკენ მიმავალ გზაზე ტურისტი ხევში გადავარდა და გარდაიცვალა

ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ტურისტი ემსხვერპლა.

ჩინელი ტურისტი, რომელიც საჭეს თავად მართავდა, ლახანის მონაკვეთთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზი უამინდობა გახდა.

მაშველებმა ცხედარი ხევიდან ღამითვე ამოასვენეს და პროზექტურაშია გადასვენებული.

მესტიის პოლიციის სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ჩინელი ტურისტი საქართველოში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა, ის სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობით იყო დაკავებული.


თეგები :