• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი: სალომე ზურაბიშვილმა ანტირუსული რიტორიკის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი მოითხოვს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ანტირუსული რიტორიკის გამო ბოდიში მოიხადოს.

ვოლოდინის თქმით, რუსეთის მიმართ გამოთქმული „ბრალდებები აგრესიისა და ტერიტორიების ოკუპაციების შესახებ შეურაცხყოფას აყენებს რუს ხალხს და არ დატოვებს მათ გულგრილს“.

როგორც დუმის სპიკერი აცხადებს, რუსეთი საქართველოსთვის ძალიან ბევრს აკეთებს.

"რუსეთი საქართველოსთვის ძალიან ბევრს აკეთებს. მათ ტურიზმში რუსეთის ტურისტების წილი ქვეყნის მშპ-ის 20%-ს შეადგენს. ამგვარი დამოკიდებულება მიუღებელია, ვინაიდან საქართველოს რუსეთისგან სიკეთის გარდა არაფერი უნახავს“, - თქვა ვოლოდინმა.


თეგები :