• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

ანა დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ჩუსტები მიიტანა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ლევან თევზაძესთან გასაუბრების დაწყების წინ, ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა.

მისი თქმით, ვინაიდან საბჭოში გვიანობამდე მიმდინარეობს გასაუბრება, კანდიდატებს უნდა შეექმნათ კომფორტი. დოლიძის თქმით, არასამუშაო საათებში გასაუბრებით შრომითი უფლებები ირღვევა.

„ჩემი კეთილი ნების გამოხატვით, მინდა გადავცე ეს საშუალება იმისათვის, რომ იუსტიციის საბჭოში თავი იგრძნონ როგორც სახლში. სავარაუდოდ, მათ შაბათ-კვირასაც დასჭირდებათ გასაუბრება. მგონი, ის პირობა მაინც უნდა შევუქმნათ, რომ ადამიანი ღამე რომ არის იუსტიციის საბჭოში კომფორტულად მოვიდეს აქ და რამდენიმე საათი გესაუბროთ. ზოგადად უნივერსალური ვიყიდე ქალებისთვისაც არის და კაცებისთვისაც“, – განაცხადა დოლიძემ

დოლიძის განცხადებას რეპლიკით გამოეხმაურა, საბჭოს წევრი, ვასილ მშვენიერაძე.

„უკაცრავად მაგრამ ზომები იციდით?! მე,მაგალითად 44 ზომას ვიცვამ“, – მიმართა რეპლიკით მშვენიერაძემ.

საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა კი დოლიძე და ჯანეზაშვილი, „დავალების შესრულებასა და სასამართლოს დისკრედიტაციაში“ დაადანაშაულა.

დოლიძეს უპასუხა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, დიმიტრი გვირიტიშვილმა და განაცახდა, რომ ვინაიდან იუსტიციის საბჭოს გვიანობამდე მიმდინარეობს გასაუბრებები, როგორც ამ გასაუბრების წარმმართველი პირის შუამდგომლობას წარუდგენს საბჭოს მდივანს რომ ზეგანაკვეთური მუშაობის გამო, საბჭოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს დანამატი განეზასღვროთ. მისი თქმით აღნიშნული შრომა კომპენსირებული იქნება.


თეგები :