
გორის ფეშენ-ვიკზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, გიორგი მასხულიამ საქართველო დატოვა
- "პრესა.ჯი"
- 18:41 23.07.2019
გორის ფეშენ-ვიკზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, დღეს, ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, დიზაინერმა გიორგი მასხულიამ საქართველო დატოვა.
დიზაინერი სტამბოლში გაემგზავრა.
როგორც უკვე ცნობილია, გუშინ, გორის რეგიონ ფეშენ-ვიკზე დაპირისპირება მოხდა. მიზეზი ერთ-ერთ რესტორანში "პოსტ TV"-ს გადამღები ჯგუფის გამოჩენა გახდა, რასაც სკანდალი მოჰყვა. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
ინციდენტის დროს ერთმანეთს ჟურნალისტი ნინო ადამაშვილი და დიზაინერი გიორგი მასხულია დაუპირისპირდნენ. ისინი გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ პოლიციაში გამოკითხვაზე.