• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

სტრასბურგის სასამართლო „რ2“-ზე: გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგში მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ნაჩქარევად აღასრულა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თანდართულ განმარტებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება.

„რეალურად ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. მხარეებს შეუძლიათ ის გაასაჩივრონ 19 ოქტომბრამდე და თუ ამ უფლებას არ გამოიყენებენ მაშინ შედის ძალაში. ვნახეთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე საათში დაარეგისტრირა, არამხოლოდ ქიბარ ხალვაშის საკუთრების უფლება წილებზე, თავად გენერალური დირექტორიც. რეალურად გვაქვს შემთხვევები, როცა მერაბიშვილის საქმეზე იუსტიციის მინისტრის აკეთებდა განცხადებას, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს, რადგან მთავრობა აპირებდა სამ თვეში მის გასაჩივრებას დიდ პალატაში, თუმცა ჩვენს საქმეზე ვნახეთ საპირისპირო ქმედება, იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე საათში დაამთავრა ყველაფერი ისე, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ წავალთ დიდ პალატაში და დიდი პალატა დააკმაყოფილებს საჩივარს, შემდეგ აღსრულებას შეიძლება შეექმნას პრობლემა.

რატომ გააკეთა ეს იუსტიციის სამინისტრომ? - ეს მოხდა გამიზნულად, რათა ძალიან მალე გადასულიყო „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის ხელში და რეალურად ამის უკან დგას „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზანი.  იუსტიციის სამინისტრომ ამ ქმედებით ხელი შეუშალა სტრასბურგის გადაწყვეტილების მომავალში შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც არ არის სწორი და მიზანშეწონილი.

ამიტომ ვაფრთხილებდით ჩვენ იუსტიციის სამინისტროს და მოვუწოდებდით, საჯარო წარმოების ჩატარებისკენ. ჩვენ გავასაჩივრებთ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას, როგორც ქიბარ ხალვაშის საკუთრების რეგისტრაციის ნაწილში, ისე გენერალური დირექტორის რეგისტრაციის ნაწილშიც,“ - ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. 

სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, „რუსთავი 2“-ის იურისტებმა იუსტიციის მინისტრს წერილობით მიმართეს. წერილში წერია, რომ იურისტები მიმართავენ წულუკიანს, არ მოახდინონ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების შეტანა. 


თეგები :