• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

რუსეთში გასაყიდად გამზადებული ქართული ატამი არ შეუშვეს

დაღესტნის „როსსელხოზნადზორის“ სპეციალისტებმა რუსეთში 19 ტონა ატამი არ შეუშვეს. ამის შესახებ უწყების გვერდზე წერია. 

ამ გადაწყვეტილების მიზეზად აცხადებენ, რომ ხილში ნაყოფჭამია ნახეს. „ეს მწერი უდიდეს ზიანს აყენებს ხილის კულტურას და მოსავლის 90 პროცენტს ანადგურებს“, - აცხადებენ „როსსელხონადზორში“. 

გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ ტვირთის მფლობელმა ადმინისტრაციული დანაშაული ჩაიდინა და ის უკან საქართველოში დააბრუნეს. 

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა 20 ივნისის აქციის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა. 8 ივლისიდან შეწყდა ავიამიმოსვლა ქვეყნებს შორის და რუსეთში ქართულ ღვინოს ხარისხის დაწუნება დაიწყეს.


თეგები :