• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

"იმდენი შენი დედას შევ..." - გორში "ფეშენ ვიკის" დასკვნით ღონისძიებაზე დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

რესტორან “მზიურში” პოლიცია გამოიძახეს. “რეგიონ ფეშენ ვიქის” ორგანიზატორები შენობიდან პოს-TV-ის გადამღები ჯგუფის, კერძოდ კი, „რობერტო მავანის“ წასვლას ითხოვდნენ. ამ დროს, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფოს მანქანით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაციას "ქართლი.ჯი" ავრცელებს.

“ფეშენ ვიქის” მეორე ორგანიზატორმა ინგა სიორიძემ საღამოს ჩაშლაში პოს-TV დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ ფაქტს სამართლებრივი გაგრძელება მოჰყვეს. ინტერნეტ ტელევიზიის წარმომადგენელმა მერიკო კარტოზიამ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც რესტორნიდან “რობერტო მავანის“ წასვლა მოითხოვეს, შენობა დატოვეს.

ამის შემდეგ, პოს-TV-ს წამყვან ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის მოხდა დაპირისპირება. ადამაშვილი ამტკიცებს, რომ ის მასხულიამ თმით ითრია, რის გამოც პატრულში დარეკა. მასხულია ბრალდებას უარყობს და ირწმუნება, რომ ღონისძიების ჩაშლაში წვლილი ადამაშვილსაც მიუძღვის. მასხულია და ადამაშვილი სამართლადამცველებმა პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ცნობისთვის, გორი „რეგიონ ფეშენ ვიკს“ სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა, მოდების ფესტივალი დღეს უნდა დახურულიყო თუმცა, ჩვენების დაწყებამდე ერთი საათით ადრე „ფეშენ ვიკის“ ბანერის გადატანის დროს სატვირთოდან მუშა გადავარდა და ამ დრომდე „გორმედში“ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ინციდენტის გამო, მერიამ ორგანიზატორებს ურჩია, კულტურისა და დასვენების პარკში დდაგეგმილი ღონისძიება გადაედოთ, თუმცა, მათ გადადებას რესტორან „მზიურში“ გამართვა არჩიეს რადგან, ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.

ნახეთ ვიდეო:


თეგები :