• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალმა წინანდალში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა (ფოტოები)

გუშინ წინანდალში ცნობილი ქართველი პოეტის, ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალის ანასტასია სამფსიდის ქორწილი შედგა.

ანასტასიას რჩეული ფრანგი  ანდრიას ქოგენია. წყვილმა ჯვარი ალავერდის ტაძარში დაიწერა, ხოლო შემდეგ წინანდლის მამულში გადაინაცვლეს, სადაც გრანდიოზული საქორწინო წვეულება გაიმართა. ქორწილში სტუმრები ძირითადად საფრანგეთიდან იყვნენ მოწვეული. სტუმრებს შორის იყო ნინო სუხიშვილი, რომელსაც ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახთან ნათესაობა აკავშირებს. 

ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლები შორეულ ემიგრაციაში, მრავალი წლის წინ წავიდნენ, თუმცა ანიკო ჭავჭავაძის ქალიშვილმა, მისი ქორწინებისთვის ზუსტად ის ადგილი შეარჩია, რომელიც მისი დიდი პაპის, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელს ატარებს.


თეგები :