• თბილისი
  • 10°C
  • 14 დეკემბერი, 2019
article

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, დაშავდა სამი მგზავრი.

ავარიის შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსი ამოყირავდა. დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯერ უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

 


თეგები :