• თბილისი
  • 10°C
  • 14 დეკემბერი, 2019
article

ცნობილი ფეხბურთელი რივალდო საქართველოში ჩამოვიდა - "საქართველო ძალიან მიყვარს"

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელია რივალდო საქართველოშია. თბილისში გამომგზავრების ამსახველი ფოტო ფეხბურთელმა Instagram-ზე გამოაქვეყნა. 

აჭარაბეთის ინფორმაციით, რივალდო ფილმში „არენა“ მიიღებს მონაწილეობას.

გადაღებები წყალტუბოში გაიმართება. რივალდოსთან ერთად ფილმში სხვა ცნობილი ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვესტუმრე. საქართველო ძალიან მიყვარს და სიამოვნებით დავთანხმდი შეთავაზებას და გავხდი „adjarabet.com-ის სპორტის ამბასადორი“. ფილმში გადაღება საინტერესო გამოცდილებაა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მასში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია“, - განუცხადა რივალდომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს.


თეგები :