• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

"რამდენიმე ოჯახში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, მამა მონადირე ან მეთევზე იყო"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, რამდენიმე ოჯახში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, ტყვიის სხვადასხვა წყარო იყო, ასეთი ოჯახები კი ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ.

იმნაძის განმარტებით, ამ ბავშვების მამები მონადირეები, ან მეთევზეები იყვნენ.

"შეიძლება ბევრმა ვერ გაიგო, მაგრამ საფანტი არის ტყვია. ასევე, მეთევზეებში ტყვიას იყენებენ, როგორც სიმძიმის წყაროს, როდესაც ანკესს აგდებენ სათევზაოდ. ასევე, იქ ტყვიის ნივთებს იყენებდნენ კაკლის გასატეხად, ტყვიის ჩაქუჩს და ა.შ. ასეთი ფაქტები იყო და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ამგვარ ოჯახებში კვლევა გრძელდება. ძირითადად, დასავლეთ საქართველო გამოირჩეოდა აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით: აჭარა, გურია, სამეგრელო, მაღალმთიანი ადგილები. ეს გვაფიქრებინებს, რომ სადაც მეტი ავტომობილია, ტყვიის მაღალი კონცენტრაციის ეს მიზეზი პრაქტიკულად გამოირიცხა. ბევრი საუბარი იყო, რომ ტყვიის მაღალი კონცენტრაცია იყო ავტომობილების ბრალი, მაგრამ ამ შემთხვევაში ისეთ ადგილებში, სადაც მეტი ავტომობილია, მაღალი კონცენტრაციის შემთხვევები უფრო მეტი და მასობრივი უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა იმნაძემ.


თეგები :