• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივლისი, 2019
article

ვასაძე: ჩვენ პატივს ვცემთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და გავაუქმებთ ქუჩების პატრულირებას

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, ქუჩებში პატრულირება უქმდება, - ამის შესახებ მან ვერის პარკში განაცხადა და თანამოაზრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„დღეს შსს-მ გამოაცხადა, რომ არ დაიცავს ე.წ. პრაიდის აქციას და აუკრძალა ორგანიზატორებს მისი ჩატარება. მინდა, მოვუწონო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს ეს ბრძნული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამისთვის და ვუთხრა – ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს ჯერ არ გამოუცხადებიათ, რომ არ ჩაიდენენ ამ უმსგავსობას. ამიტომ, ჩვენ არ მოვდუნდებით და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.  ჩვენ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯს, როგორც კეთილი ნების ჟესტს, რათა პატივი ვცემთ ამ უწყებას და გავაუქმებთ პატრულირებას ქუჩებისა, რომელიც უნდა დაწესებულიყო. არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირებას, ვენდობით შს მინისტრს. პატრულირებას ვაუქმებთ, მაგრამ მზად ვართ, ერთი ტელეფონის ღილაკის დაჭერით გავჩნდეთ იქ, თუ პირობა დაირღვევა და გარყვნილების ზეიმის მცდელობა იქნება“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

 


თეგები :