• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივლისი, 2019
article

გიგი უგულავა: გუშინ უკვე მერამდენედ ვასაძემ და კომპანიამ შეურაცხყვეს იესოს სახელი. გუშინ მთვრალმა მეუფე იაკობმა ამბიონიდან ფეხქვეშ გათელა სიყვარულის მქადაგებელი იესოს სახელი

გიგი უგულავა გუშინდელ აქციას და გურამ ფალავანდიშვილის განცხადებას, რომ ლგბტქ თემი ჩვენს ფიზიკურ და სულიერ გაუპატიურებას აპირებს, ასე გამოეხმაურა:

"ამ ორი სათაურით თუ ვიმსჯელებთ, ეს პატიოსანი გვამები დიდი ამბისთვის ემზადებიან. სინამდვილეში გუშინ სწორედ ამათ აქციეს თბილისი სოდომად. ამათ უნდა დაიცვან იოანე ოქროპირის ეკლესია? უმცირესობის დაცვა ჩვენი ქრისტიანული ვალია. გუშინ უკვე მერამდენედ ვასაძემ & კომპანიამ შეურაცხყვეს იესოს სახელი. გუშინ მთვრალმა მეუფე იაკობმა ამბიონიდან ფეხქვეშ გათელა სიყვარულის მქადაგებელი იესოს სახელი. გუშინ ანდრეა ჯაღმაიძის სახელით ქრისტეს ეკლესიამ იესო უარყო. გუშინ გამოჩნდა, რომ ჩვენ არა მარტო უმცირესობათა უფლებები გვაქვს დასაცავი, არამედ ეკლესიაა გასათავისუფლებელი მოძალადე, ბნელი, ანტიქტისტე რუსის აგენტურისაგან - მათგან, ვინც ავგიას თავლად გადააქცია ღვთის სახლი. დიახ, ეკლესიაში ჩაბუდებულო მოძალადე ფარისევლებო-რომელმან აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს. სახარებით ხელში უმწეო მოქალაქეებს ატერორებთ და ამ სახარების ძალით, არა მარტო იმქვეყნიურ ჯოჯოხეთს მიიღებთ" - წერს უგულავა.


თეგები :