
"სიქჰებს მათ ტაძარში შეუვარდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადგილობრივები, რომლებმაც დაამტვრიეს ნივთები და მინის ნატეხით დაჭრეს ერთი ადამიანი"
- "პრესა.ჯი"
- 11:55 15.06.2019
ჯოზეფ სმიტი სოციალურ ქსელში წერს:
"!!!ყურადღება!!!
მოკლედ, მეგობრებო, გუშინდელი უბედურების მერე, კიდევ ერთი არასასიამოვნო ამბავი უნდა მოგიყვეთ.
დღეს დილით 11:00 საათზე სიქებმა ლილოში ახალგახსნილ ტაძარში (გურუდვარაში) ვერ ილოცეს. რამდენიმე დღის წინ, მათ ტაძარში შეუვარდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადგილობრივები, რომლებმაც დაამტვრიეს სიქების ნივთები და მინის ნატეხით დაჭრეს ერთი ადამიანი.
ამ ეტაპზე, მხოლოდ ეს დეტალები ვიცი. ვცდილობ, უფრო მეტი გავიგო თემის წარმომადგენლებისგან, რომელებიც ახლა ლოცულობენ წნორის გურუდვარაში.
იმ დროს, როცა ხელისუფლებისა და შსს-ს ყურადღება სხვაგან არის გადატანილი, ჩვენ აუცილებლად უნდა გავახმაუროთ სხვა მოწყვლად ჯგუფებზე თავდასხმის ამბავი. გთხოვთ, გააზიარეთ ეს პოსტი," - წერს სმიტი.