• თბილისი
  • 19°C
  • 22 სექტემბერი, 2019
article

"ასე უნდა აღასრულო სამართალი" - სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ეპიზოდმა მაყურებლების დიდი გამოხმაურება გამოიწვია

პოპულარული ქართული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სერიის ეპიზოდმა მაყურებლებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ახალ სერიაში მაკა ანჯაფარიძე რესტორანში ბადრი კოლიას ესვრის. მაკა ანჯაფარიძეს აკავებენ.

"მოითხოვდა ჟანრის განვითარება, რომ ვერავინ გაბედოს სხვისი ცხოვრების შანტაჟი. ბრავო რეჟისურას და სცენარისტს! ცუდი ის არის, რომ მსახიობს ვეღარ ვნახავთ ფილმში დიდი დოზით... გენიალურად თამაშობს ნინო კასრაძე," 

"ბრავო… მოიაშორა დედამიწას!"

"ასე უნდა აღასრულო სამართალი. როდესაც ყველა მისყიდულია და ვერ ამტკიცებ სიმართლეს. უნდა შეხვიდე უკანა შესასვლელიდან მიაძაღლო. ყველა კოლიასნაირი,"

"გასაგიჟებელი სიზუსტით დასვა დევდარიანმა!,"

"ესე ხდება, როცა სამართლის პოვნას იხვეწები ამაოდ. ეს არის შემთხვევა, როცა დამნაშავეს ქმნის სახელმწიფოს შტო. ის , რისი გაკეთებაც ვერ გაბედა ვერც ერთმა კაცმა ( ვერ დაიცვა ვერც ქმარმა, ვერც საყვარელმა, ვერც შეყვარებულმა და ყოვლისშემძლე დუდუმ ), გააკეთა ქალმა,"

"ეს იყო უძლიერესი სცენა. მაკას წინ აღარაფერია და უკან არ დაიხია ამ გზით აღედგინა სამართალი, ძალიან სევდიანი დასასრულია ამ უმაგრესი პერსონაჟის. ბოლო გამოხედვაში იკითხება მაკას აღდგენილი ღირსება და დუდუს სახე, სუპერ... და მუსიკა როგორი ადევს," - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.


თეგები :