• თბილისი
  • 31°C
  • 20 ივნისი, 2019
article

თელავში, დამოუკიდებლობის დღისთვის დამონტაჟებული სცენა თავზე ჩამოენგრათ

თელავში 26 მაისის ღონისძიებებისათვის მოწყობილი სცენა ვერ დაამონტაჟეს. უფრო ზუსტად, სცენის დიდი ნაწილი მაშინ ჩაინგრა, როდესაც სამუშაოებს ამოწმებდნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიზღვნილი სცენა, ქართული ოცნების წარმომადგენლებს პირდაპირ თავზე ჩამოენგრათ.

თელავის მერია მომხდარს კულტურის სამინისტროს აბრალებს. მერიაში ამბობენ რომ სცენის მონტაჟი კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობდა და პასუხიმგებელ კომპანიაზე ინფორმაცია არ აქვთ.

განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კი კონტრაქტორი კომპანიისაკენ იშვერენ ხელს.

ჩამონგრეული სცენის გამო, შესაძლოა თელავში დაგეგმილი პროგრამა შეიცვალოს.


თეგები :

თელავი