• თბილისი
  • 30°C
  • 19 ივნისი, 2019
article

ზუგდიდის მერის არჩევნები ივანიშვილს 11 მილიონი დაუჯდა - რა დაუჯდება ოლიგარქს 2020?

ზუგდიდის მერის არჩევნები ივანიშვილის ხელისუფლებას 11 მილიონი დაუჯდა. ეს ლეგალური და არალეგალური თანხების ერთობლიობაა, რომელიც ქართულმა ოცნებამ ამომრჩევლის მოსასყიდად, დასაშინებლად, ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, კომისიის წევრების მოსაქრთამად და სხვა მსგავსი მიზნებისთვის გამოიყენა. 

შესაბამისად, 19 მაისის არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, გამარჯვებულად ქართული ოცნების კანდიდატი, გეგა შენგელია გამოცხადდა, რომელმაც ზუგდიდის მერის მანდატი უკიდურესად გაჭირვებული, ღარიბი და უმუშევარი ადამიანების გამოყენების ხარჯზე მოიპოვა. 

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში შენგელიამ 54 პროცენტი მოაგროვა, ხოლო სანდრა რულოვსმა 43 პროცენტი აიღო. 

ეს იმ ფონზე, როდესაც არჩევნებს არა ცესკოს ადმინისტრაცია, არამედ, სუსის მაღალჩინოსნები, პოლიცია, თავდაცვის ძალები და ქართული ოცნების კოორდინატორები ატარებდნენ.

11 მილიონი ლარი - ეს ის თანხაა, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ შუალედური არჩევნებისათვის მხოლოდ ზუგდიდში დახარჯა. 

„ქართული ოცნების შტაბში იჯდა სუსის მიერ გამოგზავნილი პირი, რომელიც ყველა იმ საკითხს აგვარებდა, რაც ფინანსებსა და ამომრჩეველზე გასაცემ თანხებს ეხებოდა“, - გვიყვება ქართული ოცნების მხარდამჭერი ზუგდიდიდან. 

მისივე ინფორმაციით: განმუხურში, ოპოზიციის ერთერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ცხოვრობს. ის და მისი ოჯახი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველია. 

თუმცა, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მასთან ქართული ოცნების კოორდინატორი მივიდა და 300 ლარი შესთავაზა არჩევნებზე არწასვლის სანაცვლოდ. 

მან უარი უთხრა. ამის შემდეგ, მოგონილი მიზეზით, საპატრულო პოლიციამ მისი კუთვნილი ავტომანქანა საჯარიმოზე გადაიყვანა. 

ქართული ოცნების კოორდინატორი კი, მას კვლავ ესტუმრა და უთხრა რომ თუ ის და მისი ოჯახის წევრები არჩევნებზე არ წავიდოდნენ, ჯარიმას აღარ გამოუწერდნენ, მანქანას გამოატანდნენ და 1000 ლარსაც მისცემდნენ. 

განმუხურში მცხოვრებმა ოჯახმა საბოლოოდ ქართული ოცნების პირობა მიიღო, რადგან მანქანა ამ ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

სოფელ ერგეტაში კი, აბულაძეების ოჯახს დამხარებაზე უარი მხოლოდ იმიტომ უთხრეს რომ თავიანთი პრობლემების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაბრეს. 

„მოვიდნენ კოორდინატორები და დაგვემუქრნენ. აღარც სახლს გადაგიხურავთ და ვეღარც დახმარებას მიიღეთ იმიტომ რომ ჟურნალისტებს დაელაპარაკეთო“, - გვიყვება სოფელ ერგეტაში მცხოვრები აბულაძეების ოჯახის უფროსი.

რაც შეეხება შავი და თეთრი სალაროდან დახარჯულ 11 მილიონს, რომელიც ივანიშვილმა მხოლოდ შუალედურ არჩევნებზე გაისროლა, მოსალოდნელია რომ ეს ციფრი საპარლამენტო არცევნებისათვის კიდევ ბევრად გაიზრდება. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლების ცვლილების საკითხს წყვეტს მაშინ, როდესაც შუალედური არჩევნები მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. 

საქართველოში 79 მუნიციპალიტეტია. ხოლო თუ ერთ მუნიციპალიტეტზე თუნდაც 10 მილიონს ვიანგარიშებთ, გამოდის რომ ივანიშვილი მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში საშუალოდ 790 მილიონ ლარს დახარჯავს, რომელსაც მანამდე ჩვენი ჯიბეებიდან ამოიღებს ლარის კურსის მანიპულირებით, ბიზნესების მონოპოლიებით, სხვადასხვა გადასახადების დაწესებითა და გაძვირებული ცხოვრებით.