• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივნისი, 2019
article

"ზუგდიდიდან დაბრუნდა კახური დესანტი შოკირებული - ზუგდიდის სოფლებში რომ სიღატაკე ვნახეთ, ასეთი არასოდეს გვინახავსო... შრომისუნარიანი ასაკის ქალები კი სოფლებში საერთოდ აღარ არიანო"

შოთა უტიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ზუგდიდიდან დაბრუნდა კახური დესანტი, ოპოზიციაც და პოლიციაც. საერთოდ რატო იყვნენ წასული, ცალკე საკითხია, მაგრამ დაბრუნდნენ სრულიად შოკირებული. არც პოლიციელებს არ ულხინთ და ოპოზიციას განსაკუთრებით, მაგრამ ყველა ერთხმად ამბობს, ზუგდიდის სოფლებში რომ სიღატაკე ვნახეთ, არასოდეს არ გვინახავსო, 90 წლებშიც არ გვინახავსო. ამის გარდა, გაოგნებულები იყვნენ იმით, რომ შრომისუნარიანი ასაკის ქალები პრაქტიკულად ვერ ვნახეთო.

ვინმე ფიქრობს იმაზე, ამ რეგიონს რა უნდა ეშველოს საერთოდ? თხილის ამბავი დიდი ხნით დამთავრდა. აფხაზეთის ჩაკეტვამ ცალკე პრობლემები შექმნა. ანაკლიის პორტის გარდა, რომელშიც ნორმალური სახელმწიფო ეხლა ასობით მილიონს უნდა ასხამდეს, რა შეიძლება ამ ხალხს ეშველოს, ვერც წარმომიდგენია," - წერს უტიაშვილი.


თეგები :