• თბილისი
  • 19°C
  • 22 სექტემბერი, 2019
article

საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 59% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს  გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 59% თავს დასაქმებულად  არ მიიჩნევს. აქ იგულისხმება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული - მთავარია, მოაქვს თუ არა მათ საქმიანობას შემოსავალი. თავს დასაქმებულად 41% მიიჩნევს.

59%-დან, ვინც თავს არ მიიჩნევს დასაქმებულად, 21% ამბობს, რომ უმუშევარია და ეძებს სამსახურს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.


თეგები :