• თბილისი
  • 33°C
  • 18 აგვისტო, 2019
article

საქართველო შესაძლოა დიდ საერთაშორისო სკანდალში გაეხვეს - ხალხის გაღარიბების ხარჯზე გამდიდრებული ოლიგარქის სისტემის კრახი - უკვე ევროსაბჭოს მინისტრთა საბჭოში

ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოყენებული შერჩევითი სამართალი და დისკრიმინაციული მიდგომა. 

რუსი ოლიგარქის დავალებით და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ორგანიზებით, ვანო მერაბიშვილს ჯერ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უთხრეს უარი - მოგონილი და ცინიკური მიზეზებით და შემდეგ დაიწყეს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებაზე ფიქრი.

ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილის ოჯახური და კრიმინალური კლანის წევრები ადამიანებს აწამებენ, სცემენ, ძარცვავენ, ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხებს იტაცებენ, თუმცა, დაუსჯელები არიან და ფუფუნებაში ცხოვრობენ.

- ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი სცემა და აწამა, ვანო მერაბიშვილი საკნიდან უკანონოდ გაიყვანა  - დაუსჯელია. 

- ივანიშვილმა ომეგა ჯგუფის პრეზიდენტს 4 მილიონი გამოსძალა, ხალხი გააღარიბა, 20 მილიარდის ქონება მიითვისა - დაუსჯელია. 

- უჩა მამაცაშვილი ეკონომიკის ყოფილ მინისტრს სახელმწიფო ქონების გადაფორმებას აიძულებდა - დაუსჯელია. 

- ბერა ივანიშვილი პროკურატურის გამოყენებით ფილარმონიის ხელში ჩაგდებას ცდილობს - დაუსჯელია. 

- ადიკო ივანიშვილი ფალსიფიცირებული სპირტის ბიზნესით მილიონებს შოულობს - დაუსჯელია. 

- გიორგი გახარიამ პოლიციელების მიერ ცემით მოკლული ზვიად მთავრიშვილის საქმე გააყალბა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე გააყალბა - დაუსჯელია. 

- ვახტანგ გომელაურის ბრძანებით პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს - დაუსჯელია….

თუმცა, კანონი დაუნდობელია და მიდგომები შერჩევითი, როდესაც საქმე პოლიტიკურ ოპონენტებს, განსხვავებული პოლიტიკური მრწამსის მქონე ადამიანებს ეხებათ… 

ამ შემთხვევაში ივანიშვილის მახინჯი სისტემა არც ადამიანების განადგურებას ერიდება და არც არაადამიანურ მოპყრობას.

ვანო მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საქმე

ვანო მერაბიშვილის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საქმის დეტალები, რომელსაც პრესა.ჯი ასაჯაროვებს, ერთი მხრივ ნათლად წარმოაჩენს ივანიშვილის სისტემის კრახს, მეორე მხრივ კი, უკიდურეს ცინიზმზე მიუთითებს.

კერძოდ: ვანო მერაბიშვლის სტრასბურგის სასამართლოში მოგებული საქმის აღსრულების საკითხი ევროსაბჭოს მინისტრთა საბჭომ 2019 წლის მაის-ივნისში უნდა განიხილოს. 

ბუნებრივია, საქმის განხილვის დროს, ერთერთი გარემოება იქნება ის თუ რატომ არ იყენებენ ყოფილი პრემიერის მიმართ ვადამდე პირობით გათავისუფლებას და არის თუ არა, ამაში დისკრიმინაციის და პოლიტიკური დევნის ნიშნები… 

დადასტურებული ფაქტია რომ ყველა სხვა პატიმრის მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლება უპრობლემოდ გამოიყენება… 

შესაბამისად, წულუკიანის უწყებიდან ძალიან ძნელი იქნებოდა იმის დასაბუთება თუ რატომ ეთქვა უარი ყოფილ პრემიერ მინისტრს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე. 

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილება კი დასაბუთებული საერთოდ არ ყოფილა. 

ევროსაბჭოს მინისტრთა საბჭოს სხდომამდე კომისია მოკლებული იყო განეხილა ხელახლა ვანო მერაბიშვილის საქმე…

ამ  გამოსასწორებლად იუსტიციის სამინისტრომ ჩართო სასამართლო მექანიზმი…

სასამართლომ დაადგინა რომ მერაბიშვილის მიმართ პირობით ვადამდე გათავისუუფებაზე უარი დაუსაბუთებელია. 

იუსტიციის სამინისტროს, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, რადგან მას ეჩქარებოდა რომ მინისტრთა საბჭოს სხდომამდე უფრო დასაბუთებული უარი ყოფილიყო საქმეში - ფორმალურად მაინც. 

ამიტომ, ვანო მერაბიშვილთან რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ე.წ. სოციალური მუშაკები - ფსიქოლოგები, რათა შეექმნათ საფუძველი ხელოვნური უარისთვის. 

აღსანიშნავია რომ ფსიქოლოგები მაშინ იმყოფებოდნენ მერაბიშვილთან, როდესაც ბოლო დღე იყო მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების განხილვისა. 

აქედანაც ჩანს რომ ეს ღონისძიება მხოლოდ ფორმალურად ჩაატარეს - ჯერ უარი უთხრეს და მერე დაწერეს დასვნა... 

იმ გარემოებას რომ ეს გამოგონილი მიზეზებით დასაბუთებული დასკვნა სტრასბურგში მინისტრთა საბჭოს სხდომისთვის სჭირდებოდათ, ადასტურებს კიდევ ერთი დეტალი: 

არც სხვა პატიმრებს და არც ვანო მერაბიშვილს,  რომელსაც მანამდე ორჯერ ეთქვა უარი პირობით ვადაზე გათავისუფლებაზე, სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების კომისია მანამდე არ სწვევიათ.

თავად დასკვნაში კი ძალიან ცინიკურ და ღიმილისმომგვრელ მიზეზებზეა საუბარი:

- ვ. მერაბიშვილმა არ მიიღო მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშში  “რა? სად? როდის?”, სადაც კითხვებისთვის წერილობით უნდა ეპასუხა;

- ვ. მერაბიშვილმა არ მიიღო მონაწილეობა სპორტულ ღინისძიებებში;

- ვ. მერაბიშვილმა არ მოინდომა ხელოვნების კონკურსში მონაწილეობა;

- ვ. მერაბიშვილმა უარი თქვა დაეწერა ესსე საშობაო თემაზე;

თუმცა მიუხედავად შეპირებისა და თანხმობისა, მერაბიშვილს არ მიეცა საშუალება ესწავლა უცხო ენა. 

მეორეს მხრივ, ის მოთავსებულია სამარტოო საკანში და მას არ აქვს შესაძლებლობა ეკონტაქტოს სხვა მსჯავრდებულებს იმ მოტივით რომ საშიშია.

საინტერესოა: თუ ყოფილი პრემიერი საშიშია, მისი სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა საშიში არ არის?

მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ყოფილ პრემიერს სხვა პტიმრებთან ერთად მოეხადა სასჯელი, ციხის ადმინისტრაციამ კარეგორიულ უარი განაცხადა.

ერთერთი საფუძველი, რის გამოც მას უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე არის ის რომ პატიმარი არ აღიარებს, არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს…

როდესაც მერაბიშვილს საქმეები გასაჩივრებული აქვს უზენაეს სასამართლოში, ბუნებრივია რომ ის არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. რომ ეღიარებინა მაშინ არც გაასაჩივრებდა. 

ამასთან, კანონმდებლობით, დანაშაულის არაღიარება არ არის და ვერც იქნება პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის საფუძველი.

ამიტომ, ევროსაბჭოს მინისტრთა საბჭომ 2019 წლის მაის-ივნისში შესაძლოა კიდევ ერთი ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც საქართველოს დიდ საერთაშორისო სკანდალში გახვევს და ივანიშვილის მახინჯ რეჟიმს ნიღაბს ჩამოხსნის. 

ყველაზე სამწუხარო კი ისაა რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ხალხის გაღარიბების ხარჯზე მდიდრდება, დისკრიმინაციული მიდგომით და შერჩევითი სამართლით, არა მხოლოდ ყოფილ პრემიერ მინისტრს აზარალებს, არამედ, საქართველოსა და თითოეულ ჩვენგანს უსპობს ევროპულ პერსპექტივას.