• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

"არ ვარ ნარკოლიბერალიზაციის მომხრე... სამწუხაროდ, ქართველებმა არაფერში არ ვიცით ნორმა და დოზა" - რას აცხადებდა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ლევან ჯიბღაშვილი ერთი წლის წინ

„არ ვარ ნარკოლიბერალიზაციის მომხრე“, - ეს განცხადება მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად“ ერთი წლის წინ გააკეთა.

„არ ვარ ნარკოლიბერალიზაციის მომხრე, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სამწუხაროდ ქართველებმა არაფერში არ ვიცით ნორმა და დოზა.  ნარკოტიკებს თავი რომ დავანებოთ, ღვინის დალევას რომ შევხედოთ სუფრაზე, ადამიანები ჯერ ჭიქებით, მერე ყანწებით, მერე კრამიტებით და ა.შ ბოლომდე იხრჩობა ქართველი სასმელში.

კლუბებში შევარდნა ცოტა უხეშად ჟღერს ჩემთვის, მე მაგ სპეციალურ ღონისძიებას დავარქმევდი ძალიან კონსტრუქციულს, ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებულს, ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს არაჩვეულებრივი შინაგან საქმეთა მინისტრი," - აცხადებდა ლევან ჯიბრაშვილი.

ლევან ჯიბღაშვილი თბილისში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით წუხელ დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები :