• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

რუსთავში 15 წლის გოგონამ წერილი დატოვა და სახლიდან წავიდა - "მიზეზი, სავარაუდოდ, ბულინგია. წერს - მსუქანი ვარო"

რუსთავში 15 წლის გოგონა გაუჩინარდა. გავრცელებული ცნობით, დაკარგული გოგონა ბებიასთან ერთად ცხოვრობს, დედა კი საზღვარგარეთ იმყოფება.

ახლობლების გადმოცემით, გოგონას გადაწყვეტილების მიზეზი სავარაუდო ბულინგია, ვინაიდან მან წასვლის წინ წერილი დატოვა.

"წერილი დაუტოვა ბებიას. წერს, რომ მომბეზრდა ყველაფერიო. სავარაუდოდ, ბავშვს ფსიქოლოგიურად პრობლემები აქვს თანატოლებთან, რადგან ფიზიკურად იწუნებდა საკუთარ თავს და წერს, რომ თითქოს მსუქანი ვარო. ბავშვია, შეიძლება ვინმემ რამე უთხრა ისეთი ამის გამო და მეტი რა უნდა ამ ასაკის ბავშვს" - ამბობს დაკარგული მოზარდის ერთ-ერთი ახლობელი. 

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, გოგონას სამძებრო სამუშაოები კი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 


თეგები :