• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

"წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები" - საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

საფრანგეთში გარდაცვლილი ემიგრანტის მარინა დოლიძის შესახებ, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:

"საფრანგეთში გარდაიცვალა მარინა დოლიძე ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე უკეთილშობილესი ქალბატონი, მისი 7 წლიანი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა, დასრულდა უცხო მიწაზე.... შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. 

უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 49 წლისას მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა

ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო , ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა" - წერს სიხარულიძე.


თეგები :