• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

ეკონომიკის მინისტრი ქობულია უჩა მამაცაშვილთან დაპირისპირებას შეეწირა

პრესა.ჯი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წერდა იმის შესახებ რომ ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ეკონომიკის მინისტრს გადადგომას აიძულებდა. 

მაშინ, მან განცხადების დაწერაზე უარი თქვა და განაცხადა რომ თავად არ გადადგებოდა და მსგავსი გადაწყვეტილება პრემიერის პრეროგატივა იყო. 

როგორც ჩანს, მამაცაშვილმა, რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველის ნათესავობის გამო თითქმის ყველა მსხვილ ბიზნესს განაგებს, საქართველოს რკინიგზის ჩათვლით, ამჯერადაც შეძლო საკუთარი ხუშტურის ასრულება. 

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია გადადგა. 


თეგები :