• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

ირაკლი კობახიძე: "ყ**ეზე დაიკიდე და მსგავსი ცუდი სიტყვები, სხდომაზე კი არა, ცხოვრებაშიც არასოდეს მითქვამს

დღეს, პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას, დარბაზში ჩოჩქოლის დროს, მიკროფონში შემთხვევით პარლამენტის თავმჯდომარის უხეში გამონათქვამი გაისმა. "ყ**ეზე დაიკიდე," - ეუბნება ირაკლი კობახიძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს.

პარლამენტში ხმაური მას შემდეგ ატყდა, როდესაც უმრავლესობამ ოპოზიციას ჯერ მოსამართლეებზე მათი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა და ამის გამო, სახალხო დამცველის გამოსვლის გადადება შესთავაზა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამ საკითხზე განცხადება მიმდინარე სხდომაზევე გააკეთა. კობახიძე ირწმუნება, რომ მსგავსი სიტყვა არათუ დღეს, არამედ ცხოვრებაში არასდროს უთქვამს. 


თეგები :