• თბილისი
  • 27°C
  • 26 მაისი, 2019
article

"გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ქმარს საჩუქრად ქურთუკი გამოუგზავნა, შვილს კი - ფეხსაცმელი" - ახალი დეტალები იტალიაში დაღუპული ქართველი ქალის შესახებ

იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის, 38 წლის თამარ დარჩიას შესახებ ახალ დეტალებს გამოცემა "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თამარ დარჩია წარმოშობით გურულია. ის თბილისში ცხოვრობდა ქმართან და მცირეწლოვან შვილთან ერთად. ემიგრანტმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შვილს დაბადების დღის საჩუქარი გამოუგზავნა. 

"არაფერი არ აწუხებდა, არაჩვეულებრივი ოჯახი დარჩა. სამწუხარო ამბავი ოჯახმა უკვე შეიტყო. ჰყავს პატარა ბიჭი, რომელსაც მგონი შაბათს დაბადების დღე აქვს. შვილს საჩუქარად - ფეხსაცმელი და მეუღლეს - ქურთუკი გაუგზავნა. ძალიან უხაროდა, რომ შვილი საჩუქარს დაბადების დღემდე მიიღებდა. იტალიიდან გაგზავნილი დაბადების დღის საჩუქრები დღეს მიუვა ოჯახს“, - ამბობს გამოცემასთან გარდაცვლილი ემიგრანტის მეგობარი შორენა ანანიძე.  

შეგახსენებთ, რომ ბარში ქართველი ემიგრანტი მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.


თეგები :

×