• თბილისი
  • 19°C
  • 24 ოქტომბერი, 2019
article

პოლიციელებმა 55 წლის ზვიად მთავრიშვილი ცემით მოკლეს

55 წლის ზვიად მთავრიშვილი პოლიციელების ძალადობას ემსხვერპლა. 5 პოლიციელის მიერ სასტიკად ნაცემი მამაკაცი ცოტა ხნის წინ ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. 

მიმდინარე წლის 22 მარტს, სოფელ კაჭრეთში, პოლიციელებისგან ნაცემ მთავრიშვილს დასთან კამათი მოუვიდა. მისმა არასრულწლოვანმა დიშვილმა კი, პოლიციაში დარეკა.

მთავრიშვილი ნასვამი იყო და როდესაც მისი დიშვილი პოლიციაში რეკავდა, მან პოლიციელების მიასამართით შეიგინა, რაც პოლიციელმა გაიგონა.

ოჯახის ახლობლების განცხადებით, ამის შემდეგ 5 პოლიციელი მასთან სახლში მალევე მივიდა, დააკავა და მიუხედავად იმისა რომ ავადმყოფობდა, გზაში  თავის არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

„დაუკითხავად ასე ოთახში შეეჭრნენ თურმე და პირდაპირ ძმას მისცვივდნენ, რომელიც სკამთან თავისთვის იჯდა. ნასვამი კაცი. 

დას უთქვია,  არ სცემოთო, შეშინებია. მაშინვე გაუფრთხილებია არ სცემოთ, ავადმყოფი კაციაო. 

ადექი ფეხზეო, უთქვამთ პოლიციელებს.  ვერ ადგება, თიაქარი აწუხებსო და მერე რაო, თიაქარი თუ აწუხებს, ციხეზე გადავიყვანთ და უფასო ოპერაციას გაუკეთებენო. დისთვის უთქვამთ პოლიციელებს.

ალბათ მათ გამიზნული ჰქონდათ, რომ რადგან გინება გაიგონეს, შური ეძიათ. 

არანაირი სხვა ინტერესი არ ჰქონიათ. ბავშვმა საშველად გამოიძახა და ოჯახს ერთადერთი მამაკაცი მოუკლეს.

პოლიციელებს შეიძლება მოკვლა არ უნდოდათ მაგრამ რომ დაარტყეს, დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. 

შეიძლება უბრალოდ ცემა უნდოდათ. გინება არ აპატიეს. თვითონ რომ დედა უგინებიათ ამ ბიჭის დედა, დედა არ იყო? თვითონ აქვთ უფლება რომ თავიანთ მოქალაქეს ურტყან? 

მაგას ეუბნება თავიანთი უფროსობა და თავიანთი კანონი მაგას ასწავლის რომ თუნდაც პირადად მიეყენებინა შეურაცხყოფა, ჰქონდათ უფლება, რომ სცემეს? 

ფაქტია, რომ ამ ცემის შედეგად მიიღო ამ ადამიანმა ტრავმა და გარდაიცვალა. დედა უგინებიათ და თავში ურტყიათ. 

იმ ღამესვე ხომ თავს იტკიებდა თურმე და იმ დღიდან თავის ტკივილები დაეწყო,  კანტუზიაც დაემართა, მეხსიერების ამოვარდნებიც ჰქონდა. საჭმელსაც ვეღარ ჭამდა თურმე საწყალი“-აცხადებს ოჯახის ახლობელი ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბრისას.

მიუხედავად იმისა რომ გახარიას ძალადობრივ სისტემას 55 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, პროკურატურამ საქმეში პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაული ვერ გამოკვეთა.

„იმ ცემის მერე ყველგან დადიოდა და ამბობდა რომ მცემეს, თავი მტკივა ძალიან, უნდა წავიდე, გადავიღო თავზეო”, - აცხადებს მთავრიშვილის ოჯახის ახლობელი.

საბოლოოდ, ცემის შემდეგ მიყენებული უმძიმესი დაზიანებებით, 55 წლის მამაკაცი კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. 

თუმცა პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი 55 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წყარო: რუსთავი 2