• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

"პრემიერმა ბახტაძემ სტრასბურგში გამოსვლისას მათ, ვინც თბილისში გეი-აღლუმის მოწინააღმდეგეა, მარგინალები გვიწოდა... ასეთი რამ წინა ხელისუფლებასაც კი არ უკადრია"

"ქართული მარშის'" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს. 

ბრეგაძის განცხადებით, ბახტაძემ ევროსაბჭოში გამოსვლისას ღიად განაცხადა, რომ ვინც 17 მაისის გეი-აღლუმს ხელს უშლის მარგინალები არიან.

"პრემიერმა ბახტაძემ სტრასბურგში-ევროსაბჭოში გამოსვლისას ღიად განაცხადა -“ვინც 17 მაისის გეი-აღლუმს ხელს უშლის მარგინალები არიან”- ასეთი რამ არცერთ წინა ხელისუფალს უკადრებია!!! ახლა ბატონ ბახტაძეს ორი გამოსავალი აქვს-ან გამოვიდეს და ბოდიში მოუხადოს 100000 ქართველს, ეკლესიას,სასულიერო პირებს, რომლებიც 17 მაისს გეი-აღლუმის წინააღმდეგ გამოვიდა და ან უარყოს თავისი განცხადება !!! წინასწარ გეუბნებით - არც უარყოფს და არც ბოდიშს მოიხდის, რადგან ზუსტად ასე თქვა და ასე ფიქრობს !!! ამიტომ ქართველმა ერმა სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოს. ასეთი პრემიერი არ გვჭირდება,'' - აცხადებს სანდრო ბრეგაძე. 


თეგები :

×