• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

ქართული ცეკვის ბავშვთა ანსამბლი "გორდა" ისრაელში არ შეუშვეს

ქართული ცეკვის ბავშვთა ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს. 17-კაციანი ჯგუფი ამ დროისთვის აეროპორტის სადეპორტაციო განყოფილებაშია.

ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.

სადეპორტაციო განყოფილებაში მყოფებს შორის 5 ბავშვია. ანსამბლი „გორდა“ ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად და იქ მიმდინარე ერთ-ერთ ფესტივალში მონაწილეობისთვის მიემგზავრებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულოში ინფორმაცია შევიდა, საზღვარზე შემოწმების მიზნით, ანსამბლის 17-კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ. მესაზღვრეებისთვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობისთვის მიდოდა, თუმცა 17 წევრიდან ბავშვი მხოლოდ 5 იყო. შესაბამისად, საგარეო უწყების ცნობით, მათ უარი ეთქვათ საზღვრის კვეთაზე.

საქართველოს კონსული ჯგუფის ხელმძღვანელს ესაუბრა. ისრაელის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის შემადგენლობაში ბავშვები იყვნენ, თანახმა იყო მიეცათ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ სამშობლოში დასაბრუნებლად ბილეთები უახლოეს რეისზე ეყიდათ, თუმცა მშობლებმა ეს შეთავაზება არ მიიღეს. კონსული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად უკვე გაემგზავრა. 

 


თეგები :

×