• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივნისი, 2019
article

ქართული ოცნების ყოფილმა ლობისტმა ამერიკულ გამოძიებას ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა? ოლიგარქს შესაძლოა, ანგარიშები გაუყინონ

ივანიშვილის ყოფილმა ლობისტმა და პოლიტიკურმა კონსულტანტმა, სემ პატენმა, რომელსაც ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელთან, პოლ მანაფორტთან ჰქონდა კავშირი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ოლიგარქების წინააღმდეგ ამერიკულ გამოძიებას ჩვენება მისცა. 

ივანიშვილის ყოფილი კონსულტანტი სამუელ პატენი, დამნაშავედ არის ცნობილი. მას უცხოელი ოლიგარქების ლობირება  და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად. პატენი დანაშაულს აღიარებს.

გამოძიების ინფორმაციით, 47 წლის ყოფილმა რესპუბლიკელმა პოლიტიკურმა კონსულტანტმა, რუსებთან ერთად, 2015 წელს დააარსა ფირმა, რომელიც უკრაინის ოპოზიციური ბლოკის სახელით დაარეგისტრირა. 

პატენი უკრაინულ კამპანიაზე მანაფორტისთვის მუშაობდა და ის ასევე, არალეგალურად უწევდა კონსულტაციებს ოლიგარქებს.

2016 წლის დეკემბერში კი, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა, რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

ივანიშვილის ყოფილმა ლობისტმა თავი დამნაშავედ სცნო და ახლა უკვე, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. 

კერძოდ, პატენმა აღიარა რომ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთები უკანონოდ შეიძინა უკრაინელი ოლიგარქისათვის, რაშიც ჯამში 50 ათასი დოლარი გადაიხადა.

ამავე დროს, ახლა, სამუელ პატენი გამოძიებას იმ კრიმინალური და სისხლის სამართლის საქმეების შესახებაც აწვდის ინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ, ოლიგარქებს ეხება როგორც უკრაინაში, ისე საქართველოშიც. 

სწორედ ეს გახდა ერთერთი საფუძველი იმისა რომ სამუელ პატენის მიმართ სასჯელის ფორმა შეცვლილიყო. 

მასთან საპროცესო შეთანხმება შედგა, თუმცა, გამოძიება უკვე იმ საქმეებით დაინტერესდა, რომლის შესახებაც სამუელ პატენმა მიაწოდა ინფორმაცია. 

ეს კი იმას ნიშნავს რომ ამერიკული გამოძიება მალე შესაძლოა ქართველ ოლიგარქს, საქართველოს არაფორმალურ ლიდერსა და რუსეთში გამდიდრებულ ბიძინა ივანიშვილს მიადგეს და მისი ფინანსური ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილებაც კი მიიღოს.

ამ შემთხვევაში კი, ივანიშვილს, ამერიკული გამოძიებისაგან თავის დახსნა გაუჭირდება, რადგან იქ, საქართველოს პროკურატურისაგან განსხვავებით, ბოტასების ქურდები და მისი ყოფილი ადვოკატები არ არიან პროკურორებად.

მეტიც, სემ პატენი თანამშრომლობდა ოლიგარქ კონსტანტინე კილინინგთან, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. 

თავის მხრივ, კილინინგი ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორის - ახმეტოვის მეგობარია.  

სამუელ პატენისა და მიმდინარე გამოძიების დეტალებზე გუშინ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა ამერიკულმა მედიამაც. იხილეთ ბმული: 

https://www.abc17news.com/news/politics/sam-patten-gets-probation-after-cooperating-with-mueller/1068431140?fbclid=IwAR21WhiVc9xZo2lalg2B1b_-m6KBXRR6II1DQA6T0_veuxychiAeW2dQYM0

p.s: სემ პატენი, ივანიშვილს 2011 წლიდან ეხმარებოდა როგორც ამერიკულ პრესაში შეკვეთილი სტატრიების გამოქვეყნებაში, ისე ამერიკელ კონგრესმენებთან ურთიერთობაში.

კერძოდ, სემ პატენის ორგანიზებით, ივანიშვილი, ამერიკულ პრესაში აქვეყნებდა სხვადასხვა სახის სტატიებს, სადაც ფაქტობრივად, ქვეყნის იმიჯის შელახვა ხდებოდა. 

მეტიც, სემ პატენის მუშაობითა და ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ამერიკულ კონგრესში შევიდა კანონპროექტი სახელად "საქართველოს დემოკრატიის აქტი 2012", რომლის მიხედვითაც ამერიკას საქართველოსათვის დახმარება უნდა შეეწყვიტა.