• თბილისი
  • 8°C
  • 20 აპრილი, 2019
article

ექსკლუზივი: ბიძინა ივანიშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ყიდულობს

ოლიგარქმა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ბოლო 7 წლის მანძილზე 20 მილიარდით აზარალა, ამჯერად თვალი რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს დაადგა. 

კურორტების, პუშკინის სკვერის ნაწილის, ბოტანიკური ბაღის ნაწილის, იპოდრომის, სავაჭრო ცენტრების, სანაპირო ზოლის მრავალი კილომეტრის, ხეების, ტყეების, ბიზნესების, პორტებისა და ქარხნების შემდეგ მოსწავლე-ახალგაზრდობის ისტორიული სასახლე - ასეთია ივანიშვილის უახლოესი გეგმები. 

„პრესა.ჯის“ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ „მიმდინარეობს საბუთების მომზადება და იმ ე.წ. სამართლებრივი ფორმის შერჩევა, რომლითაც ბატონმა ბიძინამ შენობა უნდა იყიდოს“, რასაც ოფიციალურად ყველა სახელმწიფო სტრუქტურა უარყოფს - ჯერჯერობით.

კერძოდ: სასახლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ „ამის შესახებ არ სმენიათ“. ეკონომიკის სამინისტრომ „არაფერი იცის“, ხოლო თბილისის საკრებულოში „მსგავსი ინიციატივა არ გაჟღერებულა“. 

ერთ-ერთი ინფორმაციით კი, ივანიშვილს სურს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გააკეთოს, რომლის შესახებაც ის ჯერ კიდევ წლების წინ საუბრობდა. 

რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში აშენდა. 

იმავე საუკუნის 60-იან წლებში, არქიტექტორ ოტო სიმონსონის პროექტის მიხედვით, სასახლის რეკონსტრუქცია განხორციელდა. 

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ამჯერად 4500-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული. ისინი შენობაში მდებარე სხვადასხვა სახის წრეებზე დადიან.

იმ შემთხვევაში კი, თუ სახელმწიფომ კიდევ ერთი ისტორიული შენობა გადასცა ივანიშვილს, 4500-მდე მოსწავლის ბედი ჰაერში გამოეკიდება.


×