• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივლისი, 2019
article

"არაფერი არ ყოფილა ჯარისკაცის ფასი... ასე სულში ჩამაფურთხეს და ზურგზე ნაფეხურიც მომაკრეს" - ქართველი სამხედრო მფრინავი ქალის მიმართვა საზოგადოებას

ქართველი სამხედრო მფრინავი ქალი ეკატერინე ქვლივიძე სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქვეყანა, სადაც ვცხოვრობ! 

 

მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ფორმის ჩაცმას, ომში მონაწილეობას, სამშობლოს დაცვას, მაგარი ვაჟკაცური საქმეების კეთებას, ქვეყნის შენებას და ისე, რაღაცნაირად გმირულად სიკვდილს. წლები ვეომე მყარად ფესვგადგმულ სტერეოტიპებს და ავიხდინე ოცნება, ქალმა ჩავიცვი ფორმა, სიამაყით გავინასკვე ბათინკებზე ზონრები(მერე რა რომ მემძიმა), და იქვე ის ოცენბაც მივაყოლე ფრენა რომ მინდოდა ქართულ ცაში. წლები ვუძლებდი ისეთ დამცირებას, სულ ლუპით რომ გაკვირდებიან, გაუძლებს? ისწავლის? შეძლებს? გაიქცევა? გადაუვლის?......მხოლოდ იმიტომ რომ მფრინავი გავმხდარიყავი და სამედიცინო კომისიის "მადამ კოკოს" დროინდელი ვერსიით ხელმძღვანელობდენენ, მომიწია ორი საღსალამათი კბილის ამოღება და ეგრეთწოდებული ღია თანკბილვის გასწორება, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არაფერში არ მიშლიდა ხელს, ისევე, როგორც წლების განმავლობაში სამედიცინო კომისიის ბლანკში არ არსებობოდა ქალის გრაფა(გინეკოლოგიური) და ექიმი ასე ხელით მიაწერდა ხოლმე ქვეშ თავის გრაფას, რადიო კავშირზე გავდიოდი(მაშინ რუსულად ვსუბრობდით) "პონიალ" და არა"პანილა"! საბრძოლო დავალების მეთოდიკას არ გასწავლიო, ყოფილმა მეთაურმა რომ მითხრა, იცით რით ახსნა,აბა მე რიღათი ვიამაყო, ჩემი გაკეთებული არაღაფერი იქნებაო. გავიგე რაღაცნაირად, ყველას ხომ ჩვენ ჩვენი საზომები გვაქვს.

მხოლოდ იმიტო, რომ მეფრინა, პროფესიონალი ვყოფილიყავი და სამშობლოს, ხალხის სიყვარული და ალბათ ეს სასაცილო გმირობანას თამაშიც არ მასვენებდა წლები საგარეჯოდან მარნეულში დავდიოდი სამსახურში, ხან დღეში ორჯერ ჩავსულვარ განგაშობებზე, სახლიც ვერ ვიქირავე და ვერ გადავსხლდი, მაშინ გარშემომყოფ აზერბაიჯანულ მოსახლეობაში ჩემი, ერთი კინკილა გოგოს გადასახლება ასე უპატრონოდ ნამეტანი დიდი ტვირთად მომეჩვენა.მთელი ის წლები ჩემი ხელფასი მიდიოდა ხუნდების, ზეთის შეცვლაში და საწვავში, ლოკოკინასავით ვცხოვრობდი მანქნაში, ხმა არ ამომიღია, არ დამიწუწუნია, ოღონდ მეფრინ , ოღონდ ფორმა მცოდა და იმედი არმელეოდა, რომ შეიცვლებოდა, რამეს კარგს გავაკეთებდი. მერე გააჩერეს ერთი თვითმფრინავი, გადავისწავლე მეორე, დავიწყე, ავეწყე, გააჩერეს, გადავიწავლე მესამე, დავიწყე, ავეწყე , გააჩერეს, მერე საშტაბო საქმიანობას მივყავი ხელი, მერე ვიღაცამ ღიპზე ხელი შემოიწყო და მისი საქმის კეთება დამავალა, ისე, არც თანამდებობა მქონდა არც ხელფასი შესაბამისი, მხოლოდ ენთუზიაზმი და გონება გენეტიკური. ყოველ დღე საკუთარ თავს ვაგონებდი, რომ შეიცვლება, ასე არ შეიძლება გაჩერდეს ყველაფერი, ოდესმე ვინმე ჭკვიანი მოვა, მიხედავს აქაურობას. ამასობაში გავიდა 11 წელი და 4 თვე. 

საერთოდ, რომ გავიყინე, აღარც პროფესიული, აღარც ადამიანური განვითარების არანაირი საშუალება რომ არ მქონდა, აი ასე დაუგეგმავად, გამწარებულმა და ხელჩაქნეულმა დავწერე პატაკი და წამოვედი.სხვა გზა უბრალოდ არც იყო. მენანებოდა რესურსი, რომელიც ჩემში იყო, რომელიც შემეძლო ჩემი ქვეყნისთვის გამოყენებინა, მომავალი თაობისთვის, ხალხისთვის..... არ ვიცი... ეტყობა ეს ყველაფერი მხოლოდ"მეგონა" და ჩემი ილუზია იყო. ყოველშვეთხვეევაში მე მხოლოდ თანამდებობისთვის და პოლიტიკური ნიშნიშთვის ურთიეთ ძვალთა კვნეტის მეტი ვერა დავინახე რა მთელი ამ ხნის განმავლობაში. 

რით დასრულდა ეს ამბავი იცით, თავდაცვის სამინისტრო სასამართლოთი მედავება 28000 ლარს კონტრაქტის დარღვევისათვის! წყალმა წაიღო ჩემი ენთუზიაზმი, სურვილი, ბრძოლა, არაფერი არ ყოფილა ჯარისკაცის ფასი, არც ის წლები არ ყოფილა არაფერი, აი ასე სულში ჩამაფურთხეს და ზურგზე დიდი ინტელიგენტივით ნაფეხურიც მომაკრეს . 

ვზივარ და ვამტკიცებ იმას, რომ თავდავის სამინისტრო არ უნდა იყოს სტრუქტურა სადაც, ზის გენერალი ქალი, რომელსაც ველზე სწავლებაში მონაწილეობა არ მიუღია, სადაც ნეპოტიზმი ყვავის, სადაც მინისტრს შეუძლია ამაყად ტრიბუნის წინაშე თქვას , რომ რუსეთის ოკუპაციას პასუხობს "ადეკვატურად", სადაც სავალდებუო სამსახურში წასვლა "ტეხავს", სადაც მომსახურე პერსონალის 95% ბანკის ვალი ახრჩობს და კიდევ უამრავი რამ.... 

მე, თავად ვიყავი ჯარისკაცი, რომლის ოჯახიდან ოთხი წევრი მსახურობდა სახედრო შეიარაღებულ ძალებში, და ბოლოს ემიგრანტი დედა მინახავდა, იმიტომ რომ ჩემი ხელფასი იმ ვალს არ ყოფნიდა, ომის შემდგომ ბანკმა, ყველაზე მაღალ რისკიან კლიენტში რომ შემიყვანა და უზარმაზარი პორცენტით მომცა, ხვალ რომ ისევ ომი იყოს და მოკვდეო:)

ჩემს დღეში ბევრია, უბრალოდ ხმამაღლა არავინ არაფერს არ ამბობს, მიზეზს რა დიდი კითხვა უნდა. არც დიდად ვინმეს თანდგომის იმედი არ მაქვს, უბრალოდ მჯერა რომ სახელმწიფო თითოეული ჩვენთაგანსიგან შედგება, და სულ ცოტა უნდა ვიცოდეთ სად და რა მდგომარეობაში ვართ!

p.s.ქვეყანას, რომელსაც ჰყავს ყოფილი პრეზიდენტი,რომელიც გაქირავებული სახლის შემოსავლით ცხოვრობს, მე ერთი ჩევულებრივი მოქალაქე უბრალოდ აღარ ვჭირდები! 

p.s.თუ ვინმეს განსხვავებული მოსაზრება გაქვთ, ისროლეთ ქვა, ტალახი და ჰა... ქართული ფეისბუქსივრცე ამის იქით მიანც ვერ წავიდა." - წერს ეკატერინე.

 


თეგები :