• თბილისი
  • 35°C
  • 21 ივლისი, 2019
article

"ერთმა პირადში მომწერა - მოვიდა შენი ერთადერთი ბიჭი და გეუბნება - დედა მე გეი ვარ! რას იზამ, როგორც დედა?"

ინტერნეტ-მომხმარებელი როზეტა შრიოდერი სოციალურ ქსელში წერს:

"ერთმა პირადში მომწერა - მოვიდა შენი ერთადერთი ბიჭი და გეუბნება - დედა მე გეი ვარ! რას იზამ, როგორც დედა?

1. გამეხარდება რომ მისი ნდობა დავიმსახურე და „საიდუმლო'' გამანდო. 2. გულში ჩავიკრავ და ვაგრძნობინებ სანერვიულო არაფერი არ არის. შენს გვერდით ვიყავი ვარ და ვიქნები უკუნითი უკუნესამდე. 3. არავის ვაპატიებ მის დაჩაგვრას მისი ორიენტაციის განსხვავებულობის გამო. მისი გულისთვის თუ საჭირო შეიქმნა დავთმობ მთელ ჩემს სანათესაოს, სამეგობროს, და ბოლოს სიცოცხლესაც. კბილებით დავიცავ გაავებული საზოგადოებისგან. ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შვილის ბედნიერებისთვის."

თქვენ როგორ გასცემდით ამ კითხვაზე პასუხს?


თეგები :